„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მსურველთა მიღებას იწყებს. 18-24 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ტრენინგი 16 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო ჩართულობის ზრდას და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. სასწავლო პროექტს განახორციელებენ ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები.
საარჩევნო განვითარების სკოლის სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნები, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
2015-2017 წლებში პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, სკოლების რაოდენობა წელს კიდევ გაიზარდა; სწავლება თბილისსა და 23 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) გაიმართება.
სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში (საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები), 4-დან 11 ივლისის ჩათვლით. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი „საარჩევნო განვითარების სკოლის“ სასწავლო პროექტს ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.
მისამართები, სადაც ჩატარდება საარჩევნო განვითარების სკოლის ტრენინგები
№ |
№ |
ოლქი |
მისამართი |
1 |
12 |
გურჯაანი |
გურჯაანი, ოლქი, რუსთაველის ქ. №18 |
2 |
13 |
სიღნაღი |
სიღნაღი, ოლქი, დ. აღმაშენებლის ქ. №13 |
3 |
17 |
თელავი |
თელავი, ოლქი, დავითაშვილის ქუჩა №2 |
4 |
18 |
ახმეტა |
ახმეტა, ოლქი, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50 |
5 |
20 |
რუსთავი |
ქ. რუსთავი, ოლქი, ფიროსმანის ქ. №19 |
6 |
21 |
გარდაბანი |
გარდაბანი, ოლქი, დ. აღმაშენებლის ქ. №36 |
7 |
22 |
მარნეული |
მარნეული, ოლქი, რუსთაველის №69 |
8 |
28 |
დუშეთი |
დუშეთი, ოლქი, მ. კოსტავას #23 |
9 |
31 |
ახალგორი |
წეროვანი, დევნილთა დასახლება, საჯარო სკოლა |
10 |
32 |
გორი |
გორი, ოლქი, სამების ქ. №1 |
11 |
36 |
ბორჯომი |
ბორჯომი, ოლქი, წმინდა ნინოს ქ. №11 |
12 |
37 |
ახალციხე |
ახალციხე, ოლქი, რუსთაველის ქ. №45 |
13 |
44 |
ამბროლაური |
ამბროლაური, ოლქი, აღმაშენებლის ქ. №18 |
14 |
50 |
საჩხერე |
საჩხერე, ოლქი, მაჭავარიანის ქ. №41 |
15 |
51 |
ზესტაფონი |
ზესტაფონი, ოლქი, წერეთლის ქ. #5 |
16 |
54 |
სამტრედია |
სამტრედია, სახელოვნებო სკოლა, ჭონქაძის №1, I სართ. |
17 |
59 |
ქუთაისი |
ქუთაისი, ოლქი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№31 |
18 |
60 |
ოზურგეთი |
ოზურგეთი, ოლქი, დოლიძის ქ. №1 |
19 |
64 |
სენაკი |
სენაკი, ოლქი, რუსთაველის ქ. №223 |
20 |
67 |
ზუგდიდი |
ზუგდიდი, ოლქი, კოსტავას ქ. №58 |
21 |
70 |
ფოთი |
ქ. ფოთი, ოლქი, 26 მაისის №7 |
22 |
79 |
ბათუმი |
ბათუმი, ოლქი, დემეტრე თავდადებულის ქ.№27 |
23 |
81 |
ქობულეთი |
ქობულეთი, ოლქი, მემედ აბაშიძის ქ.№10 |
24 |
|
თბილისი |
ცესკო, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. |
25 |
|
თბილისი |
ცესკო, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. |