ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის.
მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:
აღნიშნული ინიციატივის მიზანია 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სასწავლო პროექტები მიმდინარეობს ცესკოს სწავლების ცენტრის ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი), კენჭისყრის დღე, საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.
სასწავლო პროექტები ქვეყნის მასშტაბით (73 საარჩევნო ოლქში) ხორციელდება. ამ ეტაპისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 848 წარმომადგენელმა. კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს სასწავლო პროცესის მხარდაჭერას სურდოთარგმანის უზრუნველყოფით.
გრაფიკები იხილეთ http://electionreforms.info/grants/view/Default.aspx?Year=2018