EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები დასრულდა

2012 წლის 14 ივნისს დასრულდა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც პირველად განხორციელდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

აღნიშნულ გამოცდაზე სულ დარეგისტრირდა - 2594 მსურველი

გამოცდაზე გამოცხადდა - 1114 მონაწილე

გამოცდა წარმატებით ჩააბარა - 464 მონაწილემ, რომლებსაც ადგილზე გადაეცათ სერტიფიკატები.

გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა ორმა მონაწილემ. კომისიამ განიხილა აღნიშნული საჩივრები და შესაბამისი საფუძვლების არ არსებობის გამო არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა.

გამოცდის მიმდინარეობას აკვირდებოდა  ხუთი არასამთავრობო  ორგანიზაცია:


”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”

”მომავლის არჩევანი”

”ახალი თაობა-ახალი ინიციატივა”

”დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება”

”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”