საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროფილური პროგრამა - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის

22.06.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირების ხელშეწყობის მიზნით, 21 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრი ახორციელებს ახალ სასწავლო პროგრამას „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ პროფილური პროგრამა - საოლქო საარჩევნო კომისიების პოტენციური იურისტებისთვის.

ღონისძიება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს, რომლებმაც ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე.

პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსი ითვალისწინებს ორ დღიანი სასწავლო პროგრამას, რომელიც დაეთმობა კენჭისყრის დღის განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესის შესწავლას. პრაქტიკული სწავლების ფორმატში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • საარჩევნო დავების გამომწვევი მიზეზები: კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე პროცედურული რისკების იდენტიფიცირება;
  • ადმინისტრაციული წარმოება;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ორგანიზება და მიმდინარეობა;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მომზადება საარჩევნო დავებზე;
  • შესაგებელის ფორმა და რეკვიზიტები.

სასწავლო კურსი ეტაპობრივად ჩაუტარდება 6 ჯგუფს. „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის თანამშრომლები.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia