საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი სამართლებრივ წერასა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში

08.06.2018
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი 2018 წლის 4-19 ივნისის პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ატარებს განახლებულ სასწავლო კურსს „სამართლებრივი წერა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ წარმოება“.

ღონისძიება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ  გიორგი შარაბიძემ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია  სასწავლო კურსის შესახებ და ყურადღება გაამახვილეს სასწავლო მოდულების მნიშვნელობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი.

სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ მონაწილეებს დეტალურად გააცნო სწავლების ცენტრის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის, სასწავლო პროგრამის ფარგლებში ახალი მოდულის შეთავაზებას ემოციების, რთული საუბრებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის შესახებ.

სწავლებას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის, სწავლების ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები, ტარიელ სიხარულიძე, მაია ჯორჯიკია და დავით ღონღაძე უძღვებიან.

ტრენინგები ტარდება კომბინირებული მეთოდით, რომელიც მოიცავს ელექტრონულ და პრაქტიკულ სწავლებას (მათ შორის პრაქტიკული სავარჯიშოები და როლური თამაშების ჩატარებას) და ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • სამართლებრივი წერა;
  • ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი მიმოხილვა;
  • განცხადების/საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
  • გადაწყვეტილების მომზადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით;
  • ემოციების, რთული საუბრებისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

სასწავლო კურსი 10 ჯგუფს (230 მონაწილე) ეტაპობრივად ჩაუტარდება. ჯგუფების შემადგენლობაში არიან, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები და მდივნები, ისე ცესკოს რეგიონული კოორდინატორები.

ტრენინგები საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ჩართულობითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia