საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“

16.05.2018
ბეჭდვა

საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ გრძელდება. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, მოხალისეებთან ერთად საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას პირისპირ ხვდებიან.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკუთარი საარჩევნო უფლებების, საარჩევნო პროცესების, არჩევნების ისტორიის და საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქცია/მოვალეობების შესახებ აწვდიან ინფორმაციას. მათ ასევე გადაეცემათ საინფორმაციო ბარათები 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს და თითოეულ მუნიციპალიტეტში მიმდინარე გასვლითი შეხვედრების შემდეგ, დაგეგმილია საჯარო შეხვედრები უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში ამომრჩევლებთან და ჩართულ მხარეებთან; კომისიებში ორგანიზებულ საჯარო შეხვედრებზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია არჩევნების ისტორიის და პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების თაობაზე; ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების, მიღწევებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ. საოლქო საარჩევნო კომისიაში მისულ მოქალაქეებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა წერილობით წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები და მოათავსონ კომისიაში არსებულ სპეციალურ ყუთში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს კიდევ უფრო გაძლიერდეს კომუნიკაცია ამომრჩეველსა და საოლქო საარჩევნო კომისიებს შორის, მოხდეს მოქალაქეების საარჩევნო ცნობიერების ზრდა და ამომრჩეველს ჰქონდეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.

კამპანიის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ კონცეფციაში.

შეხვედრების გრაფიკი

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
89101112
13
14
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia