2012 წლის 12 ივნისს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 2010 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გადიან სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსს.
სტუდენტები შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სწავლების ცენტრის დირექტორსა და ცესკოს დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, დაათვალიერეს ადმინისტრაციული შენობა, გაეცნენ ცესკოსა და ცენტრის საქმიანობის წესს, დააკვირდნენ სამუშაო პროცესს და მიიღეს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია.
ცესკო და სწავლების ცენტრი კვლავ გააგრძელებს საარჩევნო სამართლის დარგში მსგავსი პროგრამების განხორციელებას უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.