საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა 30-31 მაისს მონაწილეობა მიიღეს რიგით მეხუთე, ყოველწლიურ სიმპოზიუმში, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მავრიკზე გაიმართა.
სიმპოზიუმზე მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ახალი ტექნოლოგიების წარმატებით გამოყენების მექანიზმები არჩევნების ორგანიზებისას, საარჩევნო პროცესების დაგეგმვა და ლოჯისტიკის უზრუნველყოფა. სხვადასხვა წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის „სმარტმატიკმა“ საარჩევნო სისტემებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებიც წარმოადგინეს.
სიმპოზიუმს ორგანიზებას საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი უწევდა (ICPS - დიდი ბრიტანეთი). წელს კონფერენციას თავმჯდომარეობდა ICPS -ის საარჩევნო საკითხების დირექტორი ჩარლზ ლაშემი.