საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს პარლამენტის აპარატთან

03.05.2018
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, დღეს, საქართველოს პარლამენტის აპარატს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და სახელმწიფო უწყების ათ საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა ერთობლივი სასწავლო - საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, რესურსების გაზიარებისა და მაღალი კომპეტენციის მქონე კადრების მომზადების ხელშეწყობის გზით.   

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მემორანდუმი თავისი ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს იმ სტანდარტების დანერგვას, რაც სასიცოცხლოდ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიონალური დონის ამაღლებისთვის. „დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების ახალ ეტაპს და მე მიხარია, რომ წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებები არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ ერთმანეთთანაც დაიწყებენ მჭიდრო კომუნიკაციას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო მომავალს წაადგება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თათა ომიაძემ წარუდგინა. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

ვიდეო გალერეა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოს პარლამენტის აპარატთან

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia