საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

30.04.2018
ბეჭდვა

2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 23 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ საკონკურსო თემატიკებზე:

  • ახალგაზრდა ამომრჩეველი და სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
  • პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა.

ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო აქტიურობის კუთხით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩევლების, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში მათი სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას, თეორიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და მიღებული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. პროექტების განხორციელების პერიოდში, სწავლების ცენტრი, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყოფს კონკურსის „ახალგაზრდული დებატ-კლუბი 2018“ ფარგლებში პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდების ჯგუფის  გადამზადებას.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისა და ზოგადად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, მენეჯმენტი (საერთაშორისო პრაქტიკა) და უფლებრივი მდგომარეობა;
  • პოლიტიკური კულტურა არჩევნებში, დებატები და საარჩევნო ეთიკა (პროფესიული, ეთიკური სტანდარტები და კომუნიკაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან);
  • პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესში (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებსა და საეთერო/სარეკლამის დროზე);
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება, პოლიტიკური და საარჩევნო პიარი);
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ქალთა მონაწილობის გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმები;
  • პერსონალის და მოხალისეების მართვა (მნიშვნელოვანია მოდული მათ შორის მოიცავდეს შემდეგ საკითხებს - აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რეგიონული წარმომადგენლობების განვითარება).

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრი, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი) და კენჭისყრის დღე; საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2018 წლის 1 მაისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში განხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia