დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები (II ეტაპი) - 2018 წლის 28 აპრილის შუალედური არჩევნები
მიზანი: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლება
სამიზნე ჯგუფი: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები
სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება); შშმ ამომრჩევლების საარჩევნო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები; კონფლიქტების მართვა.
განხორციელების პერიოდი: 1 - 4 აპრილი, 2018 წელი
განხორციელების ადგილი: N54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტი)
სტატისტიკა: ტრენინგი გაიარა 60 საუბნო საარჩევნო კომისიის 596 წევრმა, მათ შორის კაცი - 145, ქალი - 451 (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე)
დამატებით ინფორმაცია: http://electionreforms.ge/geo/list/show/2267-saubno-saarchevno-komisiis-tsevrta-II-etapis-treningebi-saqartvelos-parlamentis-2018-tslis-28-aprilis-shualeduri-archevnebistvis-