მიმდინარე წლის 3 – 4 მაისს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი, დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა და სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსი მაია გუდაძე ვენაში BRIDGE (Building Resources in Democracy, Governance and Elections) - ის საჩვენებელ სემინარს დაესწრნენ.
სემინარის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების საშუალებებსა და მექანიზმებს, იმსჯელეს ამომრჩეველთა აქტიურობის შემცირების პრობლემაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე. მათ ასევე, ისაუბრეს საზოგადოების სამოქალაქო განათლების აუცილებლობაზე დემოკრატიული და მმართველობითი პროცესების შესახებ.