გრძელდება საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც 26 - 30 მარტის პერიოდში 30 საჯარო სკოლას მოიცავს.
ამ ეტაპისთვის სასწავლო პროექტი უკვე 29 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც XI-XII კლასის მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომლის პირობებშიც გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამოავლინეს გამარჯვებული სლოგანი.
ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.
სასწავლო კურსის განხორციელების გრაფიკი იხილეთ ბმულზე.