საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო-სასწავლო კურსი საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის

16.03.2018
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი 2018 წლის 19 მარტიდან იწყებს საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის. პროგრამა ხუთ თვითმმართველ ქალაქში  (თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, რუსთავი) განლაგებულ 108 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. სასწავლო პროგრამაში გამოყენებული პრაქტიკული სწავლების ფორმატში საჯარო სკოლების მოსწავლეები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

სასწავლო პროექტის განხორციელებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უზრუნველყოფენ, რომლებმაც შესაბამისი ტრენინგის ინსტრუქტაჟი, 1-5 მარტის პერიოდში, რეგიონებში გამართული სამუშაო შეხვედრების ფარგლებში გაიარეს.  

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ კონცეფცია იხილეთ ბმულზე.

სასწავლო კურსი 19 მარტიდან 25 აპრილის პერიოდში ეტაპობრივად განხორციელდება (I ეტაპი: 19-23.03.18; II ეტაპი: 26-30.03.18; III ეტაპი: 11-17.04.18; IV ეტაპი: 19-25.04.18). ჩატარების გრაფიკები გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე. იხილეთ I ეტაპის გრაფიკი.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia