საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიური შეხვედრა

01.03.2018
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრის მთავარი თემაა „ტექნოლოგიები და ინოვაციები მოქალაქეთა ჩართულობისთვის“.

კონფერენციაში საქართველოს ცესკოსა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილ სკოტმა, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულიმ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში ქრისტიან ურსემ გახსნეს.

ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა ორი დღის განმავლობაში კონფერენციაზე განხილვის მთავარი თემა იქნება. შეხვედრის მონაწილეები ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილებასაც გაუზიარებენ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.

საკუთარ გამოსვლაში თამარ ჟვანიამ საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ამ მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი სერვისების დანერგვაზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით ორდღიანი შეხვედრა მონაწილეებს საშუალებას მისცემს იპოვონ ახალი გზები მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდისა და საარჩევნო პროცესში მათი აქტიური მონაწილეობისთვის. აღნიშნული შეხვედრა კი საუკეთესო პლატფორმაა საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებისა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციების მერვე ყოველწლიური შეხვედრა 28 თებერვალს გაიხსნა და 1 მარტს დასრულდება. ღონისძიებაში 21 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, 10 საერთაშორისო ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული 4 კომპანიის 105 წარმომადგენელი მონაწილეობს. წელს პირველად ღონისძიებას კოლუმბიის, ტუნისის, ეკვადორისა და ბანგლადეშის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები შემოუერთდნენ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზება საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით გაუწია.

საარჩევნო ადმინისტრაციების შეხვედრა ყოველწლიურად იმართება; საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. წლების მანძილზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები, არჩევნების სანდოობა, ინკლუზიური არჩევნები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები, კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში.

ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები:

ბანგლადეში, ბელარუსი, ბულგარეთი, ეკვადორი, ესტონეთი, ინდოეთი, იორდანია, კოლუმბია, კენია, ლატვია, მექსიკა, მოლდოვა, პაკისტანი, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, საქართველო, სომხეთი, ტუნისი, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები:

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მულტიპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), გაერთიანებული ერები საქართველოში(UN), დელიან პროექტი, კანადა (The Delian Project), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო(CoE), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:

Indra (ესპანეთი), Laxton Group (ჩინეთი), Smartmatic (ნიდერლანდები), Voatz (აშშ)

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia