საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე

16.02.2018
ბეჭდვა

16 თებერვალს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მიესალმა. მან ჯგუფის წევრებთან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ საქმიანობებზე და 2018 წლის არჩევნების მზადების პროცესზე ისაუბრა. სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრებს განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებისა და საგრანტო კონკურსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებს 2017 წელს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შშმ პირთათვის საარჩევნო პროცესში ჩართულობის მხრივ განხორციელებული საქმიანობები გააცნო. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის დღეს შშმ პირთა ხელმისაწვდომ სერვისებზე, არჩევნებში მონაწილე შშმ პირთა ამომრჩეველთა სტატისტიკაზე და ადმინისტრაციის 2018 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სერვისებზე.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. დღევანდელ შეხვედრას ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელი, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia