საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე

08.02.2018
ბეჭდვა

8 თებერვალს, ცესკოს ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ჯგუფის წევრებთან საუბრისას 2018 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე გაამახვილა ყურადღება. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა ასევე ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ. სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია მიმდინარე საგრანტო კონკურსის თაობაზე, რომლის ძირითადი მიმართულებებია ახალგაზრდა ამომრჩეველი და სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირებაზე  და 2018 წლის სამოქმედო გეგმაზე. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ აქტივობების შესახებ, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ზრდისა და მათი ინფორმირებულობისთვის განახორციელა. შეხვედრის მონაწილეებმა ცესკოს ინიციატივები და განხორციელებული აქტივობები დადებითად შეაფასეს, რის შემდეგაც საკუთარი მოსაზრებებიც წარადგინეს.

8 თებერვალს გამართულ შეხვედრას ჯგუფის წევრებთან ერთად ცესკოს, ცესკოს სწავლების ცენტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia