სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2018 წლის 8 თებერვლიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 22 იანვრის №9/2018 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკა: ახალგაზრდა ამომრჩეველი და სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად განსაზღვრულია სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლება საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, აქტივობის ზრდისა და ამომრჩეველთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების ხელშეწყობის მიზნით. ამომრჩეველთა დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალი თაობის სამოქალაქო განათლებისა და მათი გააქტიურების ხელშეწყობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო მმართველობაში მათ თანამონაწილეობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) ანგარიშში აისახა 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახალგაზრდების დაბალი აქტივობის საკითხი.
კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლების ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას.
ახალგაზრდებში თეორიული ცოდნის გაღრმავების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და მიღებული გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით, ზემოაღნიშნულ საკონკურსო თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ სავალდებულო კომპონენტებს:
შენიშვნა საგრანტო პროექტით გასათვალისწინებელ სავალდებულო კომპონენტებთან დაკავშირებით:
დებატ-კლუბის ჩატარების წესი დეტალურად ეცნობებათ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 მაისი - 31 აგვისტო (4 თვე)
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: არაუმეტეს 30 000 ლარისა (პროექტის დაფინანსების შემთხვევაში თანხა გაიცემა ეტაპობრივად ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში)
პირველი მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 240 000 ლარი
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკა: პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა
2017 წელს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საგრანტო პროექტებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა პარტიებისთვის საარჩევნო საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტების გაგრძელების მოთხოვნა. ჩართული მხარეების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების აუცილებლობა ასევე აღინიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებში.
გამოხატული მაღალი ინტერესისა და 2018 წელს გასამართი პრეზიდენტის არჩევნების გათვალისწინებით, კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობასა და ადამიანური რესურსის გაძლიერებას პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის აღიჭურვებიან უფლებით დანიშნონ წევრები ან/და წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში.
საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული მიზნიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტი ითვალისწინებდეს პოლიტიკური პარტიებისთვის სასწავლო პროგრამის განხორციელებას, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა მოდულს:
შენიშვნა:
საგრანტო კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კოორდინაციის პირობებში, პროექტის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება კონტრიბუცია სწავლების ცენტრის მხრიდან სამიზნე ჯგუფებისათვის შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:
შენიშვნა:
საგრანტო პროექტის სამიზნე ჯგუფები
პოლიტიკური პარტიების ადამიანური რესურსის საარჩევნო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით სამიზნე ჯგუფების დაკომპლექტების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია შეასრულოს ქვემოთ მოცემული ყველა მოთხოვნა, კერძოდ:
ა) სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს:
ბ) პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები ხელმოწერილი უნდა იყოს პარტიების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. პარტიებისთვის დაგზავნილი მოწვევის წერილები და პარტიებიდან მიღებული თანხმობის წერილები სწავლების ცენტრს უნდა წარედგინოს არასამთავრობო ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის მისამართზე აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების განხორციელებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში (წერილების წარმოდგენა უნდა მოხდეს ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD)).
შენიშვნა: ზემოაღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
გაითვალისწინეთ: თანაბარი პირობებისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, კონკურსის მიზნებისთვის 18 კვალიფიციური პოლიტიკური პარტიიდან იმ პარტიებს, რომლებსაც აქვთ კანონმდებლობის შესაბამისად არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება (4 პარტია), უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შესაბამის არეალში (არეალები იხილეთ ქვემოთ) მოქმედ თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმართებაში სამიზნე ჯგუფში წარადგინონ პარტიის ორი წარმომადგენელი, ხოლო დანარჩენ პარტიებს (როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ პარტიებს) - თითო წარმომადგენელი.
საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
საგრანტო პროექტისთვის, რომელიც კონკურსის მიზნებისთვის მოიცავს პოლიტიკური პარტიებიდან წარდგენილი წარმომადგენლების მაქსიმალურ რაოდენობას (26 წარმომადგენელს ქვემოთ განსაზღვრული არეალის ფარგლებში მოქმედ თითო საოლქო საარჩევნო კომისიაზე გათვლით), დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
შენიშვნა:
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 მაისი - 31 აგვისტო (4 თვე)
მეორე მიმართულების დაფინანსების ჯამური თანხა: 1 423 500 ლარი
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართი №1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2018 წლის 8 თებერვლის) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
შენიშვნა: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო განაცხადი.
განმხილველი ორგანო
საგრანტო საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო დოკუმენტაციის განუხილველად დატოვების შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ, საკონკურსო დოკუმენტაციის კონკურსიდან მოხსნის შესახებ. საგრანტო საკონკურსო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებებს იღებს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (იხ. დანართი №2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე: www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |