სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 31 მაისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განხორციელებულ პროექტებთან დაკაშირებით საჯარო ანგარიში წარადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები, მიზნად ისახავდა ამომრჩეველთა, მათ შორის ქალების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების, საარჩევნო ცნობიერებისა და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საგრანტო კონკურსების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იმ ქმედითი მექანიზმების თაობაზე რომლებიც ამ პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას უზრუნველყოფს. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები ეტაპობტივად 18 - 19 ნოემბრის პერიოდში წარმოადგინეს. პრეზენტაციების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა მოსაზრებები ერთმანეთს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაუზიარეს.
2017 წლის 31 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები
საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის
- ააიპ ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი - მეცენატი - ინფორმირებული ამომრჩეველი ლეგიტიმური თვითმმართველობისთვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საზოგადოებრივი დამცველი - ინფორმირებული ამომრჩევლები დემოკრატიული არჩევნებისთვის ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი, თელავი იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები - რუსთავის, გარდაბანის, წალკის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ამომრჩეველთა ინფორმირებულობა 2017 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ინფორმირებული საზოგადოება - წარმატებული რეგიონი იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საქართველო მშვიდობისათვის - “მე ვირჩევ - _მე ვმართავ ჩემს მუნიციპალიტეტს! დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის” იხ.პრეზენტაცია
- ააიპ კავშირი 21-ე საუკუნე - თვითმმართველობა - მოქალაქეთა თვითორგანიზაცია უკეთესი მომავლისათვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ კავშირი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ხელი - შეეწყოს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისათვის ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, აპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი და სომეხი ამომრჩევვლების ინფორმირებას იხ.პრეზენტაცია
- ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი - მე ვირჩევ! იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ამომრჩეველთა ინფორმირება იმერეთის რეგიონში (ქუთაისის, ბაღდათის, სამტრედიის, ვანის, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საარჩევნო სისტემების კვლევითი ცენტრი - ამომრჩეველთა ინფორმირება რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში (ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი) იხ.პრეზენტაცია
- ააიპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - გადაწყვეტილება შენზეა - 2017 იხ.პრეზენტაცია
- ააიპ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ - სამართლიანი არჩევნები - დემოკრატიული საზოგადოება იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო ერთობა - ინფორმირებული გურია იხ.პრეზენტაცია
- ააიპ დემოკრატიული აჭარა - თვითმმართველობა ჩვენია იხ.პრეზენტაცია
საკონკურსო თემატიკა: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში
- ააიპ თავისუფალი არჩევანი - ქალები თავისუფალი არჩევანისთვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი - 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში დევნილ ქალთა სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა იხ.პრეზენტაცია
- ააიპ დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი - ალთა ჩართულობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახეთის რეგიონში იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სტუდენტური საერთაშორისო ინიციატივა - ხელი შეეწოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კომპაქტურად მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობის ფართო რაოდენობრივ და ხარისხობრივ ჩართულობას დამდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში იხ.პრეზენტაცია
- ააიპ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეა“ - შენი ხმა წყვეტს! იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921 - მაქსიმალური ჩართულობა ძლიერი თვითმმართველობისათვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი - არჩევნები - ყველასთვის (უსინათლობისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ამაღლება) იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები - ქალი და პოლიტიკა იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი - “გაიზიარე ქალთა მონაწილეობა არჩევნებში”: ინფორმირებული ახაგაზრდა - აქტიური ამომრჩეველი იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია - კავშირი „პაროს“ - უკეთესია ერთად: ქალების და კაცების თანამშრობლობა საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ფოთის ახალგაზრდული ალიანსი - იძულებით გადაადგილებულ პირთა აქტივობის ზრდა არჩევნებში იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ჯანმრთელი სამყარო - ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების არჩევნებში ეთნიკური უმცირესობების ქალთა სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა იხ.პრეზენტაცია
- ააიპ კავშირი ადამიანი კანონი თავისუფლება - ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში იხ.პრეზენტაცია
ცესკო და სწავლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებულობას და საარჩევნო კულტურის განვითარებას.