დასახელება: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დამატებითი ტრენინგები (2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის)
მიზანი: საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლება
სამიზნე ჯგუფი: საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრები და ის წევრები, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს
სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში (ამომრჩეველთა ერთიანი სია, სპეციალური სია და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესი); საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს (საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, კენჭისყრის პროცესი, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება); კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
განხორციელების პერიოდი: 10 ნოემბერი, 2017 წელი
განხორციელების ადგილი: N29 ყაზბეგის, N36 ბორჯომის, N35 ხაშურის, N59 ქუთაისის, N65 მარტვილის და N60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში მოქმედი საუბნო საარჩევნო კომისიები
სტატისტიკა: ტრენინგი გაიარა საუბნო საარჩევნო კომისიის 503 წევრმა, მათ შორის კაცი - 113, ქალი - 390 (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე).
დამატებით ინფორმაცია: http://electionreforms.ge/geo/list/show/2183-saubno-saarchevno-komisiebis-tsevrta-damatebiti-etapis-treningebi-2017-tslis-21-oqtombris-archevnebis-meore-turistvis