სწავლების ცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორებისთვის დაგეგმილი ტრენინგების კურსის განხორციელება დაასრულა.
2017 წლის 18 ოქტომბერს სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგების III ეტაპი, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის:
აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა და მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.