სემინარები უნივერსიტეტებში “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დაიწყო
2017 წლის 16 ოქტომბრიდან დაიწყო საინფორმაციო პროექტი - “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება სწავლების ცენტრის პარტნიორ 9 უნივერსიტეტში, მათ შორის 4 რეგიონულ უნივერსიტეტში:
- თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
და თბილისში მდებარე 5 უნივერსიტეტში:
- გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის 2 საათიანი სემინარების ჩატარებას, რომელიც ეთმობა არჩევნების არსისა და საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხების გაცნობას. პროექტის სამიზნე ჯგუფი 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამომრჩეველია. სემინარის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები.
პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.
იხილეთ გრაფიკი.