მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 5 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების - თავმჯდომარე, მოადგილე, მდივნის სწავლებას და განხილულ იქნა შემდეგი სასწავლო მოდულები:
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ტრენინგი გაიარა 3634 საუბნო საარჩევნო კომისიის 10035 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის კაცი - 2643, ქალი - 7392. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.