2017 წლის 10 და 11 ოქტომბერს ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგები საარჩევნო სუბიექტების (პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო ბლოკები, საინიციატივო ჯგუფები) წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ტრენინგების დაგეგმვის პერიოდისთვის რეგისტრირებულები იყვნენ ცესკოში. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 41-მა მონაწილემ, მათ შორის საარჩევნო სუბიექტის 8 წარმომადგენლმა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 33-მა დამკვირვებლებმა.
ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ გახსნა. სასწავლო-საინფორმაციო პროგრამა მიზნად ისახავს არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირებულობას და მათი ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას. მონაწილეები გაეცნენ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის:
ტრენინგები გაიმართა თბილისში, სასტუმროში „რადისონი ბლუ ივერია“. მისი ჩატარება უზრუნველყო სწავლების ცენტრისა და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სასწავლო მასალები.