საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად 2017 წლის 6 ოქტომბერს ამოიწურა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოწვევის ვადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებულ ტრენინგებს.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:
დამატებითი ტრენინგები გაიმართება 2017 წლის 11-12 ოქტომბრის პერიოდში. ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.