მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 5 ოქტომბრიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების - თავმჯდომარე, მოადგილე, მდივნის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი სასწავლო მოდულები:
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.