მიმდინარე წლის 15 მაისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი)
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით
სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:
‹ სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები საჯაროა და გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (www.cec.gov.ge; www.electionreforms.ge)
‹ გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები)
‹ გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი
‹ გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია
‹ თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
‹‹ საქართველოს კონსტიტუციიდან - 6 კითხვას
‹‹ საქართველოს ორგანული კანონიდან ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” - 17 კითხვას
‹‹ ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას
‹‹ ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას
‹ საგამოცდო ტესტების შერჩევა ხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით
‹ მონიტორზე აისახება საგამოცდო ტესტებზე გაცემული სწორი და არასწორი პასუხების რაოდენობა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა
‹ გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი