მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 26 სექტემბერიდან იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას (მათ შორის რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების სავარჯიშო). საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები ტრენინგზე ასევე განიხილება სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში.
ტრენინგების გრაფიკები იხილეთ ბმულზე. გრაფიკში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცვლილებები აისახება დაუყოვნებლივ.