სწავლების ცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების კურსის განხორციელება დაიწყო.
აღნიშნული სასწავლო კურსის მიზანია ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, მათ მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების სერვისის უზრუნველსაყოფად.
2017 წლის 7 სექტემბერს ჩატარდა ტრენინგების I ეტაპი, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრის ოპერატორები გაეცნენ შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:
ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.
ტრენინგები სამ ეტაპად ჩატარდება, მომდევნო ეტაპის განხორციელება სექტემბრის თვეში იგეგმება.