2017 წლის 31 მაისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 27 არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს საგრანტო პროექტების განხორციელებას, რომლის მიზანია ამომრჩეველთა, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების/ქალების ინფორმირება და მათი მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში.
დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2017 წლის 1 აგვისტოდან - 30 სექტემბრამდე პერიოდში ხორციელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
იხილეთ სექტემბრის თვის ღონისძიებების ჩატარების გრაფიკი.