მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გადამზადების მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა დაიწყო სასწავლო კურსის განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისთვის. მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ ტრენერები უზრუნველყოფენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების ჩატარებას.
ტრენინგი დღეს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენელი დავით ღონღაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ვასილ ბახტურიძე და სალომე ტყეშელაშვილი, რომლებმაც ტრენინგის მონაწილეებთან ერთად არჩევნების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.
ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები ეცნობიან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:
ტრენერთა ტრენინგი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, ქ. ყვარელში, სასტუმროში „ყვარლის ედემი“, 29 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.