საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“

31.07.2017
ბეჭდვა

სწავლების ცენტრი, 2017 წლის 31 ივლისიდან 2 აგვისტოს პერიოდში, ტრენერთა მოსამზადებელი კურსის მეორე ეტაპს ატარებს. ამ ეტაპზე გადამზადებას დამატებით 22 ტრენერი გაივლის. პროფესიული გადამზადების შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის 81 ტრენერი სასწავლო კურსს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

სასწავლო კურსი ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ  პროფესიული კადრების შერჩევის მიზნით კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

სასწავლო კურსი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“ პროექტში მონაწილეობის მსურველი პირებისთვის ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გაცნობას, მათ შორის:

  • კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთის გახსნა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

სასწავლო კურსს ცესკო და სწავლების ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia