საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო ვიზიტი ინდოეთში

27.07.2017
ბეჭდვა

სწავლების ცენტრისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ინდოეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო მართვისა და დემოკრატიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

სემინარი სახელწოდებით „საარჩევნო ტრენინგები“ ნიუ დელიში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსმა მაია გუდაძემ, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების წარმომადგენელმა დიანა ზარიძემ და ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა თამარ ცერცვაძემ.

მონაწილეებმა დემოკრატიულ ქვეყნებში საარჩევნო ტრენინგების განხორციელებისა და ამ კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, ასევე ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს პოლიტიკური პარტიების, დამკვირვებლების, მედიის წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების ტრენინგების მიმართულებით. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაციები წარადგინეს შემდეგ საკითხებზე: „სასწავლო პროგრამები“ და „სასწავლო პროგრამების დაგეგმვის საკითხები“.

სემინარი 24-25 ივლისს დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტთან (International IDEA) თანამშრომლობით ჩატარდა.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia