EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - 2017''

დასახელება: „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”

მიზანი: სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირება

სამიზნე  ჯგუფი: საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან

სასწავლო მოდულები: კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა; საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები; საარჩევნო ყუთის გახსნა; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

განხორციელების პერიოდი: 29 მაისი - 26 ივნისი, 2017 წელი

განხორციელების ადგილი: საქართველოს 63 მუნიციპალიტეტი (იხ. ცხრილი)

სტატისტიკა: დარეგისტრირდა 2538 მსურველი, კურსი გაიარა 2178 მონაწილემ. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაცია: http://electionreforms.ge/geo/list/show/1903-daitsko-registratsia-proeqtistvis-saarchevno-administratoris-kursebi

http://electionreforms.ge/geo/list/show/1932-trenerta-treningi-sainformatsio-sastsavlo-proeqtistvis-saarchevno-administratoris-kursebi-2017