საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

19.06.2017
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა და ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა შეიმუშავა ახალი სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის.

სწავლების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიცაა: კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა და ა.შ. 

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული. მონაწილეები ასევე განიხილავენ ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის  ანგარიშებს და იქ გამოთქმულ რეკომენდაციებს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ჭრილში.

სასწავლო პროექტი 2017 წლის 15 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ტრენინგი 4 ეტაპად 7 ჯგუფს ჩაუტარდება, რომლის შემადგენლობაში შედიან საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მდივნები, ასევე, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორები.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia