საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პროექტის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგების განხილვა

19.06.2017
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია  ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგებს განიხილავს. პროექტის შემუშავება ცესკოს თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყო, რომლის შემადგენლობაში სწავლების ცენტრის დირექტორი და ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შედიოდნენ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირებას, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესებას.

ცესკოს ხელმძღვანელი პირები და სამუშაო ჯგუფის წევრები ეტაპობრივად მართავენ შეხვედრებს პროექტის განმახორციელებელ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან, საუბრობენ მიღებულ გამოცდილებაზე და განიხილავენ მოსაზრებებს, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ პროექტის ფარგლებში გამოითქვა.

„საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა განახორციელა. ჩვენ, უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ვიარეთ სოფელ-სოფელ, შევხვდით ხალხს, დაახლოებით 450-მდე შეხვედრა ჩავატარეთ, როგორც მუნიციპალიტეტებში, ისე სოფლებში. გარდა იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე გავიზიარეთ ამომარჩევლელთა მოსაზრებები, ასევე მივაწოდეთ მათ ამომწურავი ინფორმაცია სარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ და დღეს უკვე ვაჯამებთ მოქალაქეებთან შეხვედრების შედეგებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, - ერთის მხრივ ამომრეჩევლთა ინფორმირების, მეორეს მხრივ კი, რა თქმა უნდა, ეფექტური კომუნიკაციის, ურთიერთობის და ამომრჩეველთან უფრო ახლოს კონტაქტის თვალსაზრისით“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში.

გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები - „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები აწვდიდნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ.

პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა. საერთო ჯამში 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე  450 შეხვედრა გაიმართა.

ამ ეტაპზე პროექტის შედეგების განხილვა  აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან და მდივნებთან, ბორჯომში, გაიმართა. შეხვედრები ზემოაღნიშნული ინიციატივის თაობაზე ასევე იგეგმება თბილისის და დასავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia