სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2017 წლის 31 მაისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2017 წლის 22 მაისის №33/2017 განკარგულებით განსაზღვრულ საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებებზე:
სიტუაციური ანალიზი
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის სრულფასოვანი საინფორმაციო სივრცის უზრუნველყოფის ინიციატივების მხარდაჭერა საგრანტო კონკურსის ფარგლებში უკავშირდება 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების გამართვას. საარჩევნო პროცესის ანალიზის შედეგები და საერთაშორისო/ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციები ცხადყოფს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების სისტემატურად განხორციელების აუცილებლობას.
კონკურსის გამოცხადება მიზნად ისახავს ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წახალისებას ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების უზრუნველსაყოფად, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო პროცესში სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრირების ხელშეწყობას.
პირველი მიმართულების საკონკურსო თემატიკა: ამომრჩეველთა ინფორმირება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის
აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. სასურველია პროექტში ასახული იყოს გენდერული ასპექტები.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის 1 აგვისტო - 30 სექტემბერი
საგრანტო პროექტის განხორციელების არეალი და დაფინანსების ფარგლები
დაფინანსების ფარგლები განისაზღვრება არეალების მიხედვით შემდეგი ოდენობით:
შენიშვნა:
მეორე მიმართულების საკონკურსო თემატიკა: მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პროცესში
აღნიშნულ თემატიკაზე წარმოდგენილი საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის მოწყვლადი ჯგუფების და ქალების საარჩევნო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობაზე ორიენტირებული საინფორმაციო ხასიათის პროგრამების ან/და სხვა ფორმატის ღონისძიებების განხორციელებას. სასურველია პროექტში ასახული იყოს გენდერული ასპექტები.
სამიზნე ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა მოიცავდეს ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
მნიშვნელოვანია, რომ სამიზნე ჯგუფების სახით ეთნიკური უმცირესობების ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში პროექტი განხორციელდეს ენობრივი, ტრადიციულ/რელიგიური ბარიერების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით.
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა: 2017 წლის 1 აგვისტო - 30 სექტემბერი
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები: არაუმეტეს 19 000 ლარისა
ყურადღება:
დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პროექტის განმახორციელებელი პირები საგრანტო პროექტის შესრულების პროცესში უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების პერიოდში თავი აარიდონ ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნას რომელიმე პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად/წინააღმდეგ ქმედებად, მათ შორის, თავი შეიკავონ პროექტის განმახორციელებელ, შემსრულებელ პირად ისეთი პირების ჩართვისაგან, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის წარმოადგენენ საარჩევნო სუბიექტს. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამოიყენება „გრანტის გაცემის წესით“ განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომები.
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კონკურსის გამოცხადებამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ხელმძღვანელი პირები ან/და კონკურსში წარსადგენად შემუშავებული პროექტის განმახორციელებელი პირები არიან: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი; ცესკოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; საგრანტო საკონკურსო კომისიის, კომისიის სამდივნოსა და მონიტორინგის ჯგუფის წევრი. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებში იგულისხმება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
საგრანტო კონკურსში წარსადგენი საკონკურსო დოკუმენტაცია:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია მითითებული წესის დაცვით:
ა) საგრანტო განაცხადი დანართიN1-ის ფორმის დაცვით (ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით (CD));
ბ) საგრანტო კონკურსის გამოცხადების (2017 წლის 31 მაისი) შემდეგ მომზადებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მონაცემებით დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია შემდეგი ვალდებულებები: ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა, მოვალეთა რეესტრი (ნაბეჭდი ფორმით);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა) (ნაბეჭდი ფორმით).
განმხილველი ორგანო:
არასამთავრობო ორგანიზაციის საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას, არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „გრანტის გაცემის წესის“ შესაბამისად შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სხდომაზე დაუსწრებლად.
საგრანტო საკონკურსო კომისიის წევრების მიერ საგრანტო პროექტების შეფასება ხორციელდება საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასების ფურცელში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი N2).
საგრანტო კონკურსის შედეგების საჯაროობა:
საგრანტო კონკურსის მონაწილეებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით. ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ასევე განთავსდება ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებ–გვერდებზე:
www.cesko.ge; www.electionreforms.ge
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
„გრანტის გაცემის წესი“ იხილეთ ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)