საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“

23.05.2017
ბეჭდვა

2017 წლის 19 მაისს საჯარო სკოლებში დასრულდა საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც ცესკომ და სწავლების ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელა. სასწავლო კურსის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს 68 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტში და მაღალმთიან რეგიონში.

პროექტში მონაწილეობა მიიღო 93 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 1645-მა მოსწავლემ, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები. საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში საჯარო სკოლების მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეებმა ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები, რომლის პირობებშიც გამოვლინდა თავად მოსწავლეების მიერ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს 2015 წლიდან ახორციელებს, სასწავლო კურსი 241 საჯარო სკოლის 4000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia