გრძელდება საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“. ამ ეტაპზე პროექტი 14 საჯარო სკოლას მოიცავს.
სასწავლო პროექტი უკვე 79 საჯარო სკოლაში განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც XI-XII კლასის მოსწავლეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეებმა იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს, რომლის პირობებშიც გამოავლინეს გამარჯვებული სლოგანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით.
პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.