საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებთან

24.04.2017
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა დასავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. სამდღიანი განხილვების მთავარი თემა საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ იყო.

პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე სამეგრელოს, სვანეთის, აჭარის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ისაუბრა. ახალი პროექტი ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრების საშუალებით 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციის ჩამოყალიბებას ემსახურება.

პროექტის განხორციელების დეტალები და სამომავლო აქტივობები მონაწილეებთან ერთად ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა და ცესკოს სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების განყოფილების უფროსმა განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გენდერულ საკითხებზე არჩევნების ჭრილში. სამუშაო შეხვედრები IFES-ის მხარდაჭერით 19-21 აპრილს გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
თებერვალი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
232425262728 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia