საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწალების ცენტრი საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის განვითარებისა და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. ამ მიზნით ცენტრი თავის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებს, მათ შორის, უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტების საფუძველზე გრანტის გაცემას კონკურსის საფუძველზე.
საგრანტო კონკურსის მიზანია:
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი პროექტების დაფინანსება, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს პარტიების განვითარებას, კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას და 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გააქტიურებას.
საგრანტო პროექტების თემატიკა და მათი დაფინანსების ფარგლები:
1.პროექტი
არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა საარჩევნო სფეროში საქმიანობის ეფექტურად განხორციელების უზრუმველსაყოფად
დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა.
ხანგრძლივობა: 2010 წლის 5 მაისიდან 30 ივნისამდე
2. პროექტი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლების ინფორმირება საარცევნო უფლებების შესახებ
დაფინანსება: არაუმეტეს 50 000 ლარისა.
ხანგრძლივობა: 2010 წლის 5 მაისიდან 31 მაისამდე
3. პროექტი
რეგიონალური პროგრამა ამომრჩევლებისათვის, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში
დაფინანსება: საქართველოს თითეულ რეგიონში განსახირციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება - არაუმეტეს 5 000 ლარისა
ხანგრძლივობა: 2010 წლის 5 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.
4. პროექტი
რეგიონალური პროგრამა ელექტორატის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და მიზანმიმართული აქტივობების განხორციელების მიზნით (GO TO VOTE)
დაფინანსება: არაუმეტეს 5 000 ლარისა
ხანგრძლივობა: 2010 წლის 5 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (არასამთავრობო ორგანიზაცია), რომელთა დაფუძნების (რეგისტრაციის) ვადა შეადგენს თბილისში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებისათვის არანაკლებ 1 წელს, ხოლო რეგიონებში რეგისტრირებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის - არანაკლებ 6 თვეს.
კონკურსის მონაწილეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ საგრანტო პროექტებს „რეგიონალური პროგრამა ამომრჩევლებისათვის, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში“ და „რეგიონალური პროგრამა ელექტორატის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და მიზანმიმართული აქტივობების განხორციელების მიზნით (GO TO VOTE)“ რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობა და წესდება/დებულება (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:
საგრანტო პროექტების განხილვის პროცედურა:
პრინციპები:
ა) ობიექტურობა;
ბ) გამჭვირვალობა;
გ) არადისკრიმინაციულობა;
დ) საჯაროობა.
შეფასების კრიტერიუმები:
ა) საარჩევნო გამოცდილება;
ბ) მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება;
გ) პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან და ამოცანებთან;
დ) პროექტის ინოვაციური ხასიათი;
ე) პროექტის მიზნის აქტუალობა;
ვ) პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა;
ზ) პროექტში დაგეგმილი ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების შესაბამისობა პროექტის განხორციელების პერიოდთან, მიზანსა და ამოცანებთან;
თ) საგრანტო პროექტი შეიძლება აგრეთვე შეფასდეს დამატებითი კრიტერიუმების საფუძველზე
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
შენიშვნა: კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწალების ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.
ვებ-გვერდი: www.electionreforms.ge
ელ-ფოსტა: centre@electionreforms.ge
საკონტაქტო პირი: გიორგი ეზუგბაია - 891 19 55 34