საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

19.03.2012
ბეჭდვა

საგრანტო კონკურსის მიზანი

ელექტორატის საარჩევნო უფლებების განხორციელების რეალურობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მაღალი საარჩევნო კულტურის განვითარება, საარჩევნო პროცესისადმი სოციალური განწყობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამომრჩეველთა მოტივირება, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის მიზანია იმ პროექტების გამოვლენა, რომელთა განხორციელება მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მიმდინარე საარჩევნო წელს (საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები) ელექტორატის აქტიურობის ზრდას, მათი საარჩევნო განათლების სრულყოფასა და ამ მიმართულებით ინტენსიური, სისტემური და ინოვაციური ხასიათის პროექტების განმახორციელებელი  არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

საგრანტო თემატიკა:

I . ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო”

II. არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად

თემა I  - ”აქტიურ ამომრჩეველთა ქსელი - ამომრჩეველთა განათლების წყარო”

საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აქტიურ ამომრჩეველთა გამოვლენასა და მათი საარჩევნო კულტურის ამაღლებაზე ორიენტირებული ინოვაციური ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას
  • წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე სამიზნე ჯგუფების გამოვლენას, მათ შორის, სხვადასხვა დემოგრაფიული ან/და ეთნიკური ჯგუფის
  • სამიზნე ჯგუფებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად (საგამომცემლო, ვიზუალური მასალების მომზადება და სხვ.)
  • საგანმანათლებლო მასალების მომზადებას ეთნიკური უმცირესობების ენაზე, აღნიშნული ჯგუფისათვის ტრენინგების/სემინარების ჩატარების შემთხვევაში
  • პროექტის მდგრადი განვითარების პერსპექტივას

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 50 000 ლარისა 

ხანგრძლივობა:

2012  წლის  23 აპრილიდან  - 2012 წლის 24 ივლისამდე

დამატებითი მოთხოვნები საგრანტო პროექტთან დაკავშირებით:

საგრანტო პროექტი უნდა განხორციელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აპლიკანტის შეხედულებისამებრ შერჩეულ რომელიმე საარჩევნო ოლქში/ოლქებში

თემა II. არასამთავრობო ორგანიზაციების ინსტიტუციონალური გაძლიერების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლების სფეროში საქმიანობის ეფექტურად განხორციელების უზრუნველსაყოფად

საგრანტო პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს:

  • არასამთავრობო ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა მოქალაქეთა საარჩევნო კულტურის განვითარებისა და არჩევნებში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებზე
  • სამოქალაქო განათლების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა და ამ კუთხით ეფექტიანი საქმიანობის განსახორციელებლად ორგანიზაციის შესაძლებლობების შეფასება
  • ინფორმაცია ორგანიზაციის გაძლიერებისკენ მიმართული პრიორიტეტების შესახებ

საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:

არაუმეტეს 100 000 ლარისა 

ხანგრძლივობა:

2012  წლის  23 აპრილიდან  - 2012 წლის 15 დეკემბრამდე

დამატებითი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით

საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციას მოეთხოვება:

  • საარჩევნო და სამოქალაქო განათლების პროექტების განხორციელების არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება
  • ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამართულ არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მასშტაბური მონიტორინგის განხორციელების გამოცდილება
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით საარჩევნო სფეროში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების გამოცდილება
  • სარეკომენდაციო წერილი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან

ზემოაღნიშნული ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა დაერთოს საგრანტო პროექტს.

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად(დანართი#1 შესაბამისად); 

ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად); 

გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად); 

დ)  პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი;  

ვ)  პროექტის რისკის იდენტიფიკაცია, შეფასება და მენეჯმენტი (ცხრილის შესაბამისად):   

#

რისკი

რისკის ალბათობა

(დაბალი, საშუალო, მაღალი)

პროექტზე გავლენა (დაბალი, საშუალო, მაღალი)

რისკის მართვა

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

 

ზ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო  პროექტს.

საგრანტო პროექტების დასრულებისას წარმოდგენილ უნდა იქნას გამოყენებული და აგრეთვე პროექტის მიმდინარეობისას შექმნილი ყველა მასალა (პროდუქტი), რომელიც უკეთ წარმოაჩენს პროექტის შედეგიანობასა და ეფექტიანობას.

საგრანტო კონკურსის გრაფიკი:

  • კონკურსის გამოცხადება -19 მარტი, 2012 წელი
  • საკონკურსო დოკუმენტების წარდგენის ვადა - 19 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 2012 წელი
  • პროექტების განხილვა - 10 აპრილი - 11 აპრილი, 2012 წელი
  • კონკურსის შედეგები - 11 აპრილი, 2011 წელი
  • ხელშეკრულებების გაფორმება - 18 აპრილი -19 აპრილი, 2012 წელი

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს:

  • 2012 წლის 19 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 10:00-17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი  მე-13 კილომეტრი
  • წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD)
  • არასრულყოფილად წარდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.

განმხილველი ორგანო:

საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.

კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.

შენიშვნა:  

კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  www.electionreforms.ge 

საკონტაქტო პირი: გიორგი მონიავა - 591 19 55 25

 

 

 

 

 

 

ჩამოტვირთეთ
DOCX
გადმოწერა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia