საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე

17.03.2017
ბეჭდვა

2017 წლის 16 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. გაფართოებული ფორმატით გამართული პირველი შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და მან ცესკოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა. „მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიხადოთ მადლობა, ვინც აქამდე ჩვენთან ერთად მუშაობდით და რა მიღწევებიც გვაქვს ეს არის ჩვენი საერთო მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარება გვქონდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ხარვეზები. ჩვენ თქვენი თანადგომით ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით და ეს შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ წინ წავწიოთ შშმ პირების მონაწილობის და იმ გარემოს საკითხი, რომელმაც არ უნდა შეუქმნას პრობლემა მათ მონაწილეობას და ჩართულობას პროცესში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე. 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო უბნების ადაპტირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან არსებული თანამშრომლობის შესახებ. სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი კი მათ შშმ პირთა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ  ესაუბრა.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ჯგუფში შედიან ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შშმ პირების საკითხებზე მუშაობენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia