საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სამართლის დარგის სასწავლო პროგრამის ლექტორებთან

27.02.2017
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ცესკოს სწავლების ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ლექტორებთან, რომლებიც 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თბილისსა და რეგიონებში მდებარე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განახორციელებენ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სასწავლო კურსს საარჩევნო სამართლის დარგში.

შეხვედრის ფარგლებში ლექტორებს მიეწოდათ ინფორმაცია სწავლების განხორციელების ძირითადი მიმართულებებისა და ცენტრის მიერ შემუშავებული თანამდეროვე მეთოდოლოგიის შესახებ. მათ ასევე გადაეცათ ცენტრის მიერ სპეციალურად, სასწავლო კურსის განხორციელების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით შემუშავებული სასწავლო სახელმძღვანელოები (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი), ასევე სალექციო კურსის თითოეული საკონტაქტო დღისათვის მომზადებული პრეზენტაციები.

სემესტრული სწავლება ეტაპობრივად დაიწყება და განხორციელდება 10 უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, კერძოდ: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia