საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და სწავლების ცენტრში არჩევნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

03.02.2017
ბეჭდვა

არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სწავლების ცენტრს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. სამართლის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის და საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის  პროგრამის სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი შეხვდნენ.

თამარ ჟვანიამ ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნების მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა კი სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა განათლების კუთხით დანერგილი საარჩევნო სამოქალაქო განათლების პროგრამების შესახებ.

სტუდენტებმა ცესკოში გამოფენილი, საარჩევნო თემატიკაზე გადაღებული ისტორიული ფოტოები დაათვალიერეს. ახალგაზრდები ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ და სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო სპეციფიკას გაეცნენ.

არჩევნების საერთაშორისო დღე ყოველ წელიწადს თებერვლის პირველ კვირაში აღინიშნება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia