საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები BRIDGE-ის ტრენინგს გაივლიან

23.01.2012
ბეჭდვა

22 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები BRIDGE-ის (Building resources in democracy, government and elections - დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარება) პროგრამის მიხედვით ტრენინგებს გაივლიან, რომელიც მოიცავს საარჩევნო დავების და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემების სწავლებას. სულ ჩატარდება 15 ტრენინგი, თითოეული ტრენინგი 4 დღეს გასტანს. დასავლეთ საქართველოს ოლქების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები 4 თებერვალს დასრულდება. 7 თებერვლიდან კი თბილისში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვისთვის დაიწყება ტრენინგები. 

სწავლებაში საქართველოს მასშტაბით თითოეული ოლქის მუდმივმოქმედი წევრები ჩაერთვებიან (სულ 76 საოლქო საარჩევნო კომისია, თითოეულ მათგანში 5 მუდმივმოქმედი წევრი), რომელთათვის ტრენინგებს BRIDGE-ის ექსპერტ ფასილიტატორთან ერთად საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები ატარებენ.

"BRIDGE"-ის პროგრამა არჩევნების ყველა ასპექტს მოიცავს, მას საარჩევნო აქტივობებზე ორიენტირებული სწავლების სპეციფიური მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც მონაწილეთა შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას ითვალისწინებს.

BRIDGE-ის ტრენინგები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით იმართება.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia