საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2011 წლის 14 – 21 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას წმინდა ლუისის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი დებატების დარგში - დიანა კარლინი ეწვია.

19.12.2011
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, ხორციელდება პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარე წლის 14 – 21 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას წმინდა ლუისის სახელობის უნივერსიტეტის ექსპერტი დებატების დარგში - დიანა კარლინი ეწვია.

პროექტი განხორციელდება სამ ეტაპად. პირველ ეტაპზე, 15 - 16 დეკემბერს, სასტუმრო ”ბეტსი” - ში, ცესკოსა და ცენტრის ტრენერებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - დებატების კულტურა. ტრენერები გაეცნენ დებატების სახეებსა და მისი ჩატარების კულტურას, მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება და შეიძინეს შესაბამისი უნარ-ჩვევები.

19 დეკემბერს, პროექტის მეორე ეტაპზე, დიანა კარლინმა კავკასიის უნივერსიტეტის, სოხუმის უნივერსიტეტისა და გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ცენტრთან არსებულ იურიდიულ კლინიკაში გადიან საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსს, ჩაუტარა საჯარო ლექცია დებატების თემაზე, მან სტუდენტებს გააცნო ის ძირითადი ასპექტები რაც მნიშვნელოვანია დებატებში მონაწილების მისაღებად, ისაუბრა იმ წესებსა და ღირებულებებზე რომელთა დაცვით უნდა ჩატარდეს დებატები, უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს და გაუზიარა მათ საკუთარი გამოცდილება.

პროექტის მესამე ეტაპზე ცენტრის ტრენერების დახმარებით სტუდენტები მოაწყობენ  სტუდენტურ დებატ - კლუბს, რომელიც გაიმართება 21 დეკემბერს ცესკოს საკონფერენციო დარბაზში. ღონისძიებას დაესწრებიან საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ცესკოსა და ცენტრის წარმომადგენლები.  

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia