საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელია

08.12.2016
ბეჭდვა

2016 წელს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი კიდევ ერთხელ გახდა. მოზამბიკში, ქალაქ მაპუტუში საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო საარჩევნო კონკურსზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია დასახელდა ფინალიტად ნომინაციაში „მოქალაქეების ჩართულობა“ და მოიპოვა გამარჯვება „უმცირესობების ჩართულობის“ ნომინაციაში, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო დონეზე აღიარებულ იქნა საქართველოს მიღწევები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საარჩევნო გარემოს შექმნაში.

მსოფლიო დონის წარმომადგენლობითი საარჩევნო კონკურსი 2013 წლიდან საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით იმართება, რომელშიც მრავალი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ნომინაციებზე წარადგენენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს. საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით ვლინდება ყველაზე ინოვაციური, ორიგინალური და ეფექტიანი პროექტი, რომელიც ემსახურება არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს მფლობელი უკვე მესამედ გახდა. პირველი ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა ნომინაციაში „პირველი ამომრჩეველი“ 2013 წელს მოიპოვა. 2015 წელს კი საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.

წლევანდელი საერთაშორისო საარჩევნო კონკურსისთვის შექმნილი დაჯილდოვების კომიტეტის შემადგენლობაში შედიოდნენ: მაიკლ ბრუტერი - საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ალბერტო გევარა კასტრო - მექსიკის ფედერალური სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალი, პიერ გარონი - ევროპის საბჭო, მირანდა გრინსთრითი - განას ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების კოალიცია, ბეატა მარტინ როზუმილოვიჩი - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), პიტერ ვარდლი - გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია, მეთ გოქოლი - საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), ნათია ზაალიშვილი - ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი (კომიტეტის წევრი 2014 წლიდან).

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia