საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შემაჯამებელი შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციის რეგიონულ ტრენერებთან

28.11.2016
ბეჭდვა

25-26 ნოემბერს, სასტუმროში "ამბასადორი კაჭრეთი" ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის რეგიონულ ტრენერებთან  შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას პარტნიორი ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისი ფონდის (IFES) წარმომადგენლი და საარჩევნო ადმინისტრაციის 12 რეგიონული ტრენერი ესწრებოდა.

საარჩევნო სისტემების საერთაშორისი ფონდის  (IFES) წარმომადგენლმა დადებითად შეაფასა  არჩევნების პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროექტები, ისაუბრა IFES-ის ექსპერტის რეკომენდაციებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შემუშავებული ახალი სასწავლო მოდულის „არჩევნების უსაფრთხოების“ მნიშვნელობაზე.

შემაჯამებელი შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა, იგი დაეთმო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის არჩევნების პერიოდში განხორციელებული სასწავლო პროგრამების შეფასებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმების დასახვას. შეხვედრაზე განხილულ იქნა: ტრენერთა კორპუსის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების  ტრენინგების სისტემა, სასწავლო მოდულები და მასალები, კომუნიკაციის ეფექტიანობა და მონიტორინგი.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia