საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე

18.11.2016
ბეჭდვა

არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა „თბილისი მარიოტში“. შეხვედრას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), ცესკოს სწავლების ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით IFES-ის დახმარებით ცესკომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ეფექტური ღონისძიებების გატარება შეძლო. „USAID-ისა და IFES-ის მეშვეობით ჩვენ შევძელით სისტემურად დაგვენახა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, გამოწვევები და დაგვესახა გადაჭრის გზები, - რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ეს იყო ჩვენთვისაც სიახლე, პირველი მცდელობა და ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე მოხვდა სხვადასხვა ანგარიშებში, როგორც პოზიტიური ქმედება. მადლობელი ვარ იმისთვის, რაც ამ ეტაპზე  შევძელით,  თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია უკეთესი  გავხადოთ ეს პროცესი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პირველი მცდელობის ფონზე, ერთობლივი მუშაობისას, არჩევნების უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ კარგი შედეგები მივიღეთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანა“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა წარადგინა. მან ისაუბრა IFES-ის ექსპერტის რეკომენდაციებითა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით შემუშავებული ახალი სასწავლო მოდულის „არჩევნების უსაფრთხოების“ მნიშვნელობაზე, რომელშიც განისაზღვრა არჩევნების უსაფრთხოების მიზნით ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმები საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად  მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად რისკების მართვის საშუალებები და რეაგირების გზები. ამ მოდულის ინტეგრირება მოხდა 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის შემუშავებულ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სასწავლო პროგრამაში.

შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის განხორციელებული აქტივობის შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს. მონაწილეებს საკუთარი მოსაზრებები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც გააცნეს. მათი რეკომენდაციით, არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობა და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების გადამზადება უნდა გაგრძელდეს.

საარჩევნო ადმინისტრაციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი შეხვედრა გამართა, ასევე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ცესკოსა და შსს-ს შორის. მემორანდუმის ფარგლებში როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე შსს-ს წარმომადგენლებმა სპეციალური ტრენინგებიც გაიარეს. დღევანდელი შეხვედრა კი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით შედგა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia